კოლეჯის ისტორია

კოლეჯის ისტორია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სსიპ „საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა“ და სს „საქართველოს რკინიგზას“ შორის 2014 წლის 31 დეკემბერს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმისა და 2015 წლის 04 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, დაარსდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი.

გერმანიის რკინიგზის შვილობილ კომპანიასთან DB E&C, გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, გერმანიის მხარემ უზრუნველყო შემუშავებული კოლეჯის მიერ შემუშავებული სარკინიგზო მიმარათულების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების გადახედვა და რეკომენდაციების მოწოდება სწავლების დუალური მეთოდით მიდგომების გათვალისწინებით. 

ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯმა მონაწილეობა მიიღო ათასწლეულის გამოწვევის ფონდის - საქართველო (MCA-Georgia) „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ (ISWD) გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის (PICG) პროექტით ,,პროფესიული სწავლების დუალური მეთოდის განვითარება სარკინიგზო დარგში და სარკინიგზო შრომის ბაზრის გაუმჯობესება“. 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, დუალური ანუ სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიის გათვალისწინებით განხორციელდა სარკინიგზო მიმართულების რვა ძირითადი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება და დანერგვა:

        • რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობა;

        • რკინიგზის ლიანდაგის მონიტორინგი;

        • რკინიგზის ელექტრომომარაგების მეურნეობა;

        • რკინიგზის ელექტრო მოძრავი შემადგენლობა;

        • რკინიგზის ტრანსპორტზე სიგნალიზაცია, ცენტრალიზაცია და ბლოკირება;

        •  სავაგონო მეურნეობა;

        •  ლოკომოტივის მართვა;

        • სარკინიგზო გადაზიდვები.

        აგრეთვე, სსიპ „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტსა“ და ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯს შორის შედგა პარტნიორული თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციასთან „Occupational Safety and Health Administration (OSHA)“, რომლის ფარგლებშიც ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის ბაზაზე განხორციელდა საქართველოსთვის „შრომის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობის დაცვის“ მიმართულებით ტრენერების მომზადება-გადამზადება ორი მიმართულებით: Genaral Industry (ზოგადი ინდუსტრია) და Construction Industry (სამშენებლო ინდუსტრია).

დუალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად კოლეჯის მიერ ასევე ხორციელდება მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები: ,,სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა“ და ,,მეჩარხე“.

სამ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, ,,სარკინიგზო გადაზიდვები“, ,,სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა“ და ,,რკინიგზის ელექტრომომარაგების მეურნეობა“, განხორციელდა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირება.

დამატებით კოლეჯს მოპოვებული აქვს ექვსი მოკლევადიანი პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლება: 

1. ტექნიკური ნახაზების მხაზველი (პროფესიული მომზადება); 

2. მოძრაობის უსაფრთხოება სარკინიგზო ტრანსპორტზე; (პროფესიული გადამზადება);

3. საოფისე საქმის წარმოება (პროფესიული მომზადება);

4. ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება სამშენებლო და მომსახურების სფეროს ორგანიზაციებისთვის (პროფესიული მომზადება); 

5. სატრანსპორტო ლოგისტიკის სპეციალისტი (პროფესიული მომზადება); 

6. სამრეწველო სარკინიგზო ტრანსპორტის ლოკომოტივის მემანქანე (პროფესიული გადამზადება);

ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,რკინიგზის ელექტრომომარაგების მეურნეობა“ მოპოვებული აქვს ბიტეკის ,,BTEC” მესამე დონის საერთაშორისო კვალიფიკაცია ელექტრულ/ელექტრონულ ინჟინერიაში. 

პროგრამა სულ მოიცავს 720 საათს და ჯამში შეადგენს 29 კრედიტს.