კოლეჯის მისია, ხედვა და ღირებულებები

კოლეჯის მისია, ხედვა და ღირებულებები

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის მისია

     ა(ა)იპ სარკონოგზო ტრანსპორტის კოლეჯის მისიაა, თანამედროვე საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიკაციის, ეროვნული და საერთაშორისო ღირებულებების მატარებელი, კონკურენტუნარიანი პროფესიული განათლების მქონე კვალიფიციური კადრებით საზოგადოებისა და სახელმწიფოს მოთხოვნების დაკმაყოფილება სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში და მათი საგანმანათლებლო მიზნების მიღწევისა და წარმატებული დასაქმებისთვის პირობების შექმნა.

კოლეჯის ხედვა

      კოლეჯის ხედვაა, იყოს ლიდერი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, როგორც რეგიონში სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში, სტუდენტების დასაქმების მაღალი მაჩვენებლებით, პროფესიონალი პროფესიული განათლების მასწავლებლებითა და თანამშრომელთა გუნდით, დაფინანსების დივერსიფიცირებული წყაროებითა და მრავალფეროვანი პარტნიორობით.

კოლეჯის ღირებულებები

კოლეჯის ღირებულებები და სამუშაო პრინციპებია:
 • ინდივიდუალური მიდგომა ყოველი სტუდენტისადმი; 
• სწავლის პროცესში განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებაზე - ,,სწავლა კეთებით“; 
• დასაქმებაზე ორიენტირებული პროფესიული საგანმანათლებლო, პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების შეთავაზება; 
• თანამშრომლობითი ურთიერთობის, კომფორტული და ესთეტიკური სასწავლო გარემოს შეთავაზება; 
• მოტივირებული პროფესიული განათლების მასწავლებლების კორპუსის შექმნა, როგორც მნიშვნელოვანი რესურსისა; 
• სასწავლო-სამეწარმეო პარტნიორობის უზრუნველყოფა და შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტაცია; 
• მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა, ინოვაციურობა და პროგრესულობა; 
• მოქალაქეთათვის პროფესიული განვითარებისა და წარმატებული კარიერისთვის მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის (LLL) ხელშემწყობი საგანმანათლებლო საქმიანობა;