ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში 2025
წლის საშემოდგომო მიღებისთვის 22 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულმა სტუდენტებმა სწავლა დაიწყეს!
პირველ სასწავლო დღეს პროფესიული სტუდენტები გაეცნენ კოლეჯის მუშაობის წესებს, დაათვალიერეს თანამედროვე ინფრასტრუქტურა და სასწავლო სივრცეები, შეხვდნენ პროფესიული განათლების მასწავლებლებსა და ახალ თანაკურსელებს, მიიღეს ინფორმაცია სასწავლო პროცესის შესახებ.
ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი კიდევ ერთხელ ულოცავს ახალი სასწავლო წლის დაწყებას პროფესიულ სტუდენტებს და უსურვებს მათ, რომ ჩვენთან გატარებული ყოველი დღე იყოს საინტერესო, ნაყოფიერი და წარმატების მომტანი.
