ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯს ესტუმრნენ შპს სკოლა „თამარიონი“-ს სკოლის მოსწავლეები პედაგოგებთან ერთად.
კოლეჯის ადმინისტრაციამ სტუმრებს დეტალურად წარუდგინა ინფორმაცია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, როგორც გრძელვადიანი საგანმანათლებლო პროგრამების, ისე მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროფესიული კურსების თავისებურებების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიმდინარე რეგისტრაციების პროცედურების, განსაკუთრებით ინტეგრირებული პროგრამების უპირატესობების შესახებ, სწავლის ხელმისაწვდომობისა და შემდგომი დასაქმების პერსპექტივების საკითხებს.
ვიზიტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებმა დაათვალიერეს კოლეჯის ლაბორატორიები, პრაქტიკული სწავლების სახელოსნოები, მოირგეს მატარებლის ვირტუალური მემანქანისა და მგზავრების როლი.
ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი მადლობას უხდის სტუმრებს დაინტერესებისა და სტუმრობისთვის.