ა(ა)იპ სარკინიგზო
ტრანსპორტის კოლეჯს სსიპ სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს სასწავლო ცენტრის სტატუსი
მიენიჭა 6 წლის ვადით!
სსიპ სარკინიგზო
ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2026 წლის 16 იანვრის №2-2/3 ბრძანების საფუძველზე, კოლეჯმა ოფიციალურად მიიღო სარკინიგზო ტრანსპორტის
სააგენტოს სასწავლო ცენტრის სტატუსი.
სარკინიგზო ტრანსპორტის
კოლეჯისთვის ეს არის სსიპ სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოსგან ოფიციალური აღიარება
იმისა, რომ კოლეჯი აკმაყოფილებს სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში კვალიფიციური კადრების
პროფესიული მომზადების ყველა სტანდარტსა და
მოთხოვნას.
ა(ა)იპ სარკინიგზო ტრნასპორტის კოლეჯი მადლობას უხდის სსიპ სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოსა და სს საქართველოს რკინიგზას მხარდაჭერისა და თანამშრომლობის შესაძლებლობისთვის!
