ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის წარმომადგენლები რეკრუტირების ფარგლებში ეწვივნენ ბესარიონ კივილაძის და ალექსანდრე თანდაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N32 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებს. შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეებისთვის ინფორმაციის მიწოდება კოლეჯში არსებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, განსაკუთრებით კი ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგისტრაციის პროცესს, რომელიც 20 მაისამდე გრძელდება. მოსწავლეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციისათვის საჭირო პროცედურების შესახებ.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა კითხვა-პასუხის სესია, სადაც დაინტერესებულ მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.
სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან პროფესიული განათლების პოპულარიზაციისა და ახალგაზრდების კარიერული ორიენტაციის ხელშეწყობის მიზნით.