ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი უერთდება დედამიწის
დღესთან დაკავშირებულ მსოფლიო გზავნილს - "Our Power, Our Planet".
ამ დღის აღსანიშნავად, კოლეჯის პროფესიულმა სტუდენტებმა
სპეციალურად ორგანიზებულ აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა. სტუდენტებმა პრაქტიკული
გამოცდილება მიიღეს და საკუთარი ხელით დარგეს ხეები, რითაც წვლილი შეიტანეს მწვანე
სივრცის გაფართოებასა და გარემოს მდგრადი განვითარების საქმეში.
ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი მუდმივად ცდილობს ხელი
შეუწყოს სტუდენტებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და მდგრადი
განვითარების პრინციპების დანერგვას. კოლეჯი მიზნად ისახავს არა მხოლოდ პროფესიული
განათლების მიწოდებას, არამედ სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერებას და გარემოზე
ზრუნვის კულტურის განვითარებას.
მსგავსი ინიციატივებით კოლეჯი აქტიურად უჭერს მხარს
საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და ზრუნავს მწვანე მომავლის ჩამოყალიბებაში.