საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე პროცესები, დაგეგმილი პროექტები და ყურადღება გამახვილდა შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებზე:
- პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2025
წლის საშემოდგომო მიღების შედეგები;
- კოლეჯების 2026 წლის პროგრამული ბიუჯეტი - ფინანსური საჭიროებები, პრიორიტეტული მიმართულებები და სხვა;
- კოლეჯების გაფართოება – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელის განვითარება - ახალი პროფესიული პროგრამების დამატება, სტუდენტთა ადგილების დამატება;
- ინფრასტრუქტურული საჭიროებები, სახელოსნოების, ლაბორატორიების მოწყობა და ა.შ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომა პერიოდულად გაიმართება და თითოეულ შეხვედრაზე, წევრებს შესაძლებლობა ექნებათ ეტაპობრივად განიხილონ ყველა ის ინიციატივა, რომელიც პროფესიული განათლების სისტემის გაძლიერებას, სტუდენტების შესაძლებლობების გაფართოებას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში ემსახურება.