ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში
2023 წლის მიღების დუალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებმა წარმატებით ჩააბარეს საკვალიფიკაციო გამოცდების პრაქტიკული ნაწილი.
ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი ულოცავს თითოეულ
კურსდამთავრებულს სწავლის დასრულებას და უსურვებს კარიერულ წინსვლასა და განვითარებას.
მიღებული თეორიული ცოდნა და პრაქტიკული
გამოცდილება მათ საშუალებას მისცემს, წარმატებით განაგრძონ პროფესიული საქმიანობა და
შეიტანონ თავიანთი წვლილი ქვეყნის სარკინიგზო სექტორის განვითარებაში.
