(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში დაიწყო რეგისტრაცია მოკლევადიან გადამზადების პროგრამაზე „ნარჩენების მართვის სპეციალისტი“;
პროგრამა სრულად ფინანსდება ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ.
რეგისტრაცია გაგრძელდება: 12 იანვრიდან 22 იანვრის ჩათვლით;
სწავლა იწყება: 26 იანვარს;
რეგისტრაცია განხორციელდება შემდეგ ბმულზე: vet.emis.ge;
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება
ნარჩენების მართვის მოკლევადიანი სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს კადრების მომზადებას მოკლე დროში. პროგრამა შემუშავებულია შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად და უზრუნველყოფს აღნიშნული მიმართულებით საჭირო უნარებისა და კომპეტენციების შეძენას და გაუმჯობესებას, რაც საჭიროა კვალიფიციური სპეციალისტის მომზადებისთვის. წარმოდგენილი პროფესიული მომზადების პროგრამის ხანგრძლივობაა 15 კვირა და 225 საათი, ხოლო კვირეული სასწავლო საათობრივი დატვირთვა შეადგენს 15 საათს. პროგრამაზე ჩარიცხულ მსმენელს დახვდება მატერიალური თუ საბიბლიოთეკო რესურსითა, სრულად აღჭურვილი სასწავლო დაწესებულება და პროგრამას შეასწავლიან მრავალწლიანი გამოცდილების კვალიფიციური განმახორციელებელი პირები.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში თქვენ შეისწავლით:
- რეაგირებას გარემოსდაცვით
პრობლემებზე;
- დაბინძურების ზემოქმედების
გავლენის შეფასებას;
- გარემოზე ზემოქმედების
შეფასებას;
- გარემოს დაცვითი საერთაშორისო
კონვენციებისა და ეროვნული კანონმდებლობის აღწერას;
- ნარჩენების კატეგორიების
იდენტიფიცირებას;
- ნარჩენების მართვის სფეროში
არსებული ნორმების დაცვას;
- საყოფაცხოვრებო და
რეციკლირებადი ნარჩენების გაუვნებელყოფასა და აღდგენა რეციკლირებას;
- სახიფათო ნარჩენების
გადამუშავება - გაუვნებელყოფას;
- სამედიცინო ნარჩენების მართვის
აღწერას;
- ნიადაგის
გაწმენდა/გასუფთავება/აღდგენის პროცესის აღწერას;
- უსაფრთხო სასმელი წყლისა და
დამაბინძურებლების აღწერას;
- წყლის დაცვისა და გამოყენების
ნორმების დაცვით მოქმედების დაგეგმვას;
- წყლის წყაროების დაბინძურების
გაკონტროლებას;
- ჰაერში გაფრქვევის შემცირების
კონტროლს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელ: 551 224 225
Email: info.rtc2016@gmail.com;
WEB: rtc.edu.ge
მისამართი: თემქის დასახლება, XI მკ.რ. III კვ,
Tbilisi, Georgia, 0191
