ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის
კოლეჯი ჩაერთო ქ. თბილისის მერიის მუნიციპალურ პროგრამაში „ისწავლე და დასაქმდი“.
მიმდინარეობს რეგისტრაცია
მოკლევადიან მომზადების პროგრამაზე „ელექტრო შემდუღებელი“;
რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ შემდეგ ბმულზე:
https://dasakmdi.ge/
პროგრამაზე დაშვების
წინაპირობა:
- მინიმალური
ასაკი 18 წელი;
- „სამედიცინო
დოკუმენტაცია ფორმა №IV - 100/ა“, ჯანმრთელობის
დამადასტურებელი ცნობა;
- ქალაქ
თბილისში რეგისტრაცია.
პროგრამაზე მოხვედრის
ეტაპები:
- ონლაინ
რეგისტრაცია;
- დოკუმენტაციის
გადარჩევა;
- გასაუბრება.
სწავლების პერიოდი:
11 კვირა;
პროგრამის მიზანია:
მოამზადოს მსმენელი ელექტრო შედუღების სპეციალისტად, რომელიც შეიძენს იმ უნარებს, რაც სჭირდება მასალების მომზადებისთვის შესადუღებლად და/ან ასაწყობად. პროგრამა შემუშავებულია შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად და უზრუნველყოფს აღნიშნული მიმართულებით საჭირო უნარებისა და კომპეტენციების შეძენას და გაუმჯობესებას, რაც საჭიროა კვალიფიციური ელექტრო შემდუღებლის მომზადებისთვის.
პროგრამაში ისწავლება:
- მექანიკური ჭრის დანადგარებით მასალის დაჭრა;
- გადასატანი თერმული და აირული დანადგარებით მასალის დაჭრა;
- მაკრატლების და საჭრელი დაზგის გამოყენებით მასალის ჭრა;
- პლაზმური აირის ჭრის მოწყობილობების გამოყენება მასალების დასაჭრელად და ფორმის მისაცემად;
- მეტალის აქტიური აირით (MAG) და მეტალის პასიური აირით (MIG) შედუღების ტექნიკების გამოყენება;
- მეტალის აქტიური აირით (MAG) და მეტალის პასიური აირით (MIG) შედუღების ტექნიკებისთვის საჭირო მოწყობილობების გამოყენება;
სწავლის დაწყების თარიღი: 2025 წლის 27 ოქტომბერი;
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
551
224 225;
თემქის
დასახლება, XI მკ.რ. III კვ, Tbilisi, Georgia, 0191