ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის
კოლეჯი ჩაერთო ქ. თბილისის მერიის მუნიციპალურ პროგრამაში „ისწავლე და დასაქმდი“.
მიმდინარეობს რეგისტრაცია
მოკლევადიან მომზადების პროგრამაზე „ტვირთების გადაზიდვის კონტროლის სპეციალისტი“.
რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ შემდეგ ბმულზე:
https://dasakmdi.ge/
პროგრამაზე დაშვების
წინაპირობა:
- მინიმალური
ასაკი 18 წელი;
- ქალაქ
თბილისში რეგისტრაცია.
პროგრამაზე მოხვედრის
ეტაპები:
- ონლაინ
რეგისტრაცია;
- დოკუმენტაციის
გადარჩევა;
- გასაუბრება.
სწავლების პერიოდი:
8 კვირა;
პროგრამის მიზანია
მსმენელებმა შეისწავლონ სატრანსპორტო ლოგისტიკურ ჯაჭვში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლის, ტვირთების გადაზიდვის კონტროლის ძირითადი მექანიზმები,
გაეცნონ ტვირთის და სატრანსპორტო საშუალებების მონიტორინგის სისტემებს, მიკვლევადობისთვის საჭირო ელექტრონული მოწყობილობებისა და საკომუნიკაციო საშუალებების ტექნიკურ მახასიათებლებს,
ტრანსპორტირების გრაფიკის შედგენის, მისი შესრულების კონტროლის წესებსა და მეთოდებს, ტვირთის დაზღვევის სახეებსა და პირობებს, ასევე რეკლამაციების დამუშავების მეთოდებსა და ადმინისტრირების წესს,
ტვირთის შეფერხების პრევენციული ღონისძიებების ჩატარების თანმიმდევრობას.
პროგრამაში ისწავლება:
- ტვირთისა და სატრანსპორტო საშუალებების მიკვლევადობა;
- სადაზღვევო დოკუმენტაციის შედგენა.
სწავლის დაწყების თარიღი: 2025 წლის 27 ოქტომბერი;
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
551
224 225;
თემქის
დასახლება, XI მკ.რ. III კვ, Tbilisi, Georgia, 0191