ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში წარმატებით ჩატარდა მომხმარებელთა
ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მიერ ორგანიზებული საინფორმაციო შეხვედრა.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საქმიანობასა და კომპეტენციას. შეხვედრაზე განხილული იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა:
- კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები ;
- კომპანიების ვალდებულებები ;
- საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და განხილვის ვადები ;
ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი აქტიურად უწყობს ხელს უფრო უსაფრთხო და მეტად ინფორმირებული საზოგადოების ჩამოყალიბებას.