ა(ა)იპ სარკინიგზო
ტრანსპორტის კოლეჯში გაიმართა
საინფორმაციო შეხვედრა კიბერუსაფრთხოების თემაზე,
რომლის მიზანი იყო
პროფესიული სტუდენტების, პედაგოგიური
პერსონალისა და ადმინისტრაციის წევრების
ცნობიერების ამაღლება ციფრული
საფრთხეების, კიბერშეტევების სხვადასხვა ფორმებისა
და ინტერნეტ სივრცეში
უსაფრთხოდ ყოფნის პრინციპების
შესახებ.
შეხვედრაზე განხილულ იქნა თანამედროვე ციფრულ გარემოში არსებული საფრთხეები, მათ შორის ფიშინგი, პაროლების უსაფრთხოება, სოციალურ ქსელებში არსებული რისკები და პირადი მონაცემების დაცვის საკითხები.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმი, სადაც მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ კითხვები და მიეღოთ პრაქტიკული რჩევები კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.
ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი ხელს უწყობს უფრო უსაფრთხო და მეტად ინფორმირებული საზოგადოების ჩამოყალიბებას.
