2025 წლის 17-18 სექტემბერს საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში გაიმართა სემინარი სამხრეთ ჩინეთის ნანჯინგის სარკინიგზო ტექნოლოგიების პროფესიული ინსტიტუტის (Nanjing Vocational Institute of Railway Technology - NIRT) წარმომადგენლების მონაწილეობით.
სამხრეთ ჩინეთის ნანჯინგის პროფესიული სარკინიგზო ტექნოლოგიების ინსტიტუტი არის ჯიანგსუს პროვინციის მთავრობის მიერ აღიარებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც წარმოადგენს მაღალი სტანდარტების მქონე პროფესიულ ინსტიტუტად როგორც ჯიანგსუს პროვინციაში, ისე ჩინეთის სარკინიგზო ინდუსტრიაში.
ვიზიტის ფარგლებში განხილულ იქნა ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯსა და სამხრეთ ჩინეთის ნანჯინგის სარკინიგზო ტექნოლოგიების პროფესიული ინსტიტუტს შორის სამომავლო აკადემიური თანამშრომლობის საკითხები და სარკინიგზო სფეროში გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები.
ვიზიტი ორდღიან ფორმატში მიმდინარეობდა. პირველ დღეს სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯისა და ნანჯინგის სარკინიგზო ტექნოლოგიების პროფესიული ინსტიტუტის წარმომადგენლებმა წარადგინეს პრეზენტაციები თავიანთი სასწავლო დაწესებულებების შესახებ, მოხდა როგორც სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის, ისე ნანჯინგის სარკინიგზო ტექნოლოგიების პროფესიული ინსტიტუტის დაარსების, განვითარების, ფუქციონირების, გამოცდილების, სამომავლო პერსპექტივების შესახებ ინფორმაციის გაზიარება.
ასევე, გაიმართა საუბარი საერთაშორისო გამოცდილებებზე და წარმატებულად განხორციელებულ პროექტებზე. შეხვედრა გაგრძელდა სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის სასწავლო აუდიტორიების, ლაბორატორიებისა და სიმულატორების დათვალიერებით, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრაქტიკული ტრენინგების ორგანიზების გამოცდილებასა და სასწავლო აღჭურვილობის ეფექტიან გამოყენებას. დღის მეორე ნახევარში ჩატარდა სემინარები, რომლებიც ეხებოდა ინოვაციებსა და სარკინიგზო სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადების თანამედროვე ტენდენციებს.
შეხვედრის მეორე დღეს განხილულ იქნა როგორც სასწავლო სტანდარტების, კურიკულუმებისა და პრაქტიკული ტრენინგის პროექტების განვითარების გამოცდილება და ყურადღება გამახვილდა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის შესაძლო მოდელებზე, მათ შორის ორმხრივი ვიზიტებისა და ერთობლივი გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამებისა და პერსპექტივების შესახებ, ისე ნანჯინგის პროფესიული სარკინიგზო ტექნოლოგიების ინსტიტუტის გამოცდილებებზე დაყრდნობით არსებული მოდელების ადაპტირების შესაძლებლობებზე საქართველოში და მოხდა არსებული პრაქტიკების შესახებ ინფორმაციის გაცვლა. ვიზიტს ფარგლებში შერჩეულ იქნა ის პროგრამები და აქტივობები, რომლის ფარგლებშიც დაწესებულებები გააგრძელებენ თანამშრომლობას. დაწესებულებები შეთანხმდნენ შემდგომი ვიზიტების მიზნებსა და დანიშნულებაზე.
შეხვედრების დასკვნით ნაწილში მოხდა შეჯამება და სამახსოვრო სუვენირების გაცვლა.
ეს ვიზიტი მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს საქართველო-ჩინეთის სარკინიგზო ინდუსტრიის სფეროში აკადემიური თანამშრომლობითი მიმართულების განვითარებაში, განსაკუთრებით სარკინიგზო ინდუსტრიის მიმართულებით, რომელშიც ჩინეთის მხარეს აქვს უდიდესი მიღწეები და შეუძლია წარმატებული პრაქტიკის გაზიარება.