საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯების დირექტორებთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
შეხვედრისას მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია პროფესიული განათლების სფეროს განვითარებას და აღნიშნა კოლეჯების მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკური პროგრესისთვის.
მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ პროფესიული განათლების ეფექტიანობა მჭიდროდ არის დაკავშირებული სტუდენტებისთვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასთან რეალურ სამუშაო პირობებში. ამ მიზნით, საჭიროა კერძო სექტორთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავება. განათლების სამინისტრო განაგრძობს მუშაობას უფრო ეფექტური საპარტნიორო ურთიერთობების ჩამოყალიბების მიმართულებით.
შეხვედრის დროს განხილულ იქნა მნიშვნელოვანი საკითხები, სფეროში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის შესაძლო მეთოდები.
ღონისძიებას კოლეჯ "აისში" საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი ესწრებოდა.