სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში გაიმართა
მატარებლის
მემანქანის
დამსაქმებელ
კომპანიებთან
საინფორმაციო
შეხვედრა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ფოთის ტრანსტერმინალის, აგარის შაქრის კომპანიის, ჯორჯიან ტრანს ექსპედიციის, ქართული ცემენტის; პეის ჯორჯიას, ქართული სალოკომოტივო კომპანიის, ტრანს ექსპრეს ჯორჯიას შავი ზღვის ტერმინალის, რუსთავის აზოტის, დრაი პორტის, ჯორჯიან მანგანეზისა და ჯიარ ლოგისტიკა და ტერმინალების წარმომადგენლები.
შეხვედრის მსვლელობისას აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია ა(ა)იპ
სარკინიგზო
ტრანსპორტის
კოლეჯის
საქმიანობისა
და
შესაძლებლობების შესახებ, დაათვალიერეს
ინფრასტრუქტურა და გაეცნენ სარკინიგზო
ინდუსტრიაში
მიმდინარე
რეფორმების, მატარებლის
მემანქანეებისთვის მართვის მოწმობებისა და სერტიფიკატების გაცემის
წესებთან დაკავშირებულ სიახლეებს.
გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს
სარკინიგზო
ტრანსპორტის
დარგში
მიმდინარე
რეფორმით
განპირობებული კანონმდებლობის ცვლილებების მიხედვით, მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობის მოსაპოვებლად აუცილებელია სააგენტოს მიერ აკრედიტებულ სასწავლო დაწესებულებაში პროფესიული განათლების მიღება, შეხვედრაზე
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა გრძელვადიანი
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაზე „ლოკომიტივის მართვა“, რომლის წარმატებულად
დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდაზე დაშვება და ლიცენზირება.
ამასთანავე, განხილულ იქნა
კოლეჯის მოკლევადიანი პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამები, მათ შორის მოკლევადიანი
პროფესიული გადამზადების პროგრამები: „სარკინიგზო ტრანსპორტზე ლოკომოტივის მემანქანე“ და
„სარკინიგზო ტრანსპორტზე ლოკომოტივის მემანქანის თანაშემწე“- მათზე
დაშვების მოთხოვნების, სწავლების მეთოდოლოგიის, ხანგრძლივობისა და სასწავლო გეგმების შესახებ.
ა(ა)იპ სარკინიგზო
ტრანსპორტის კოლეჯი მადლობას უხდის სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს აღნიშნული შეხვედრის
ორგანიზებისთვის და კომპანიებს დაინტერესებისა და შეხვედრაში მონაწილეობისათვის.