ა(ა)იპ სარკინიგზო
ტრანსპორტის კოლეჯში ა.წ. 29 ოქტომბერს გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომლის მთავარ მიზანს
წარმოადგენდა კოლეჯის საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებისა და განვითარების პერსპექტივების
განხილვა.
 განხილვაში მონაწილეობა
მიიღო სს „საქართველოს რკინიგზის" ადამიანური რესურსების (HR) დეპარტამენტის წარმომადგენლებმა:
სს საქართველოს რკინიგზის ადამიანური
რესურსების (HR) დეპარტამენტის უფროსმა ნათია ქირიამ,
 მოადგილემ ხათუნა კალატოზიშვილმა
და ამავე დეპარტამენტის  სპეციალისტმა - მაია ახვლედიანმა.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სს საქართველოს რკინიგზა კოლეჯის დამფუძნებელი კომპანიაა და წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული წარმოებისა და საგანმანათლებლო დაწესებულების მჭიდრო კოლაბორაციით უზრუნველყოფს სარკინიგზო ინდუსტრიისთვის ხარისხიანი სპეციალისტების მომზადებას.
 ამასთან, სს საქართველოს რკინიგზა მუდმივად ზრუნავს სარკინიგზო ინდუსტრიის
პროფესიული განათლების პროცესის განვითარებაზე, აქტიურადაა ჩართული  საგანმანათლებლო პროცესებში და ხელს უწყობს როგორც კურსდამთავრებულთა დასაქმებას, ისე მათ კარიერულ მხარდაჭერას.

