ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯისა და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმისა და ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტოს დაფინანსებით, N16 პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელდა მოკლევადიანი პროფესიული მომზადების პროგრამა “ტვირთების გადაზიდვის კონტროლის სპეციალისტი”.
პროგრამის ფარგლებში, მსჯავრდებულებმა ტვირთების გადაზიდვის კონტროლის ძირითად მექანიზმები, ტვირთისა და სატრანსპორტო საშუალებების მონიტორინგის სისტემები, საკომუნიკაციო საშუალებებისა და ტრანსპორტირების გრაფიკის შედგენა შეისწავლეს.
აღნიშნული პროგრამა წარმატებით დაასრულა 9 მსჯავრდებულმა, რომლებსაც გადაეცათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორენოვანი სერტიფიკატები.
 ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი წარმატებას უსურვებს მათ!

 
                                         
                                         
                                        