პროფორიენტაცია

პროფორიენტაცია

სტუდენტების მოზიდვა და პროფორიენტაცია

სტუდენტური სერვისები

ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი საგანმანათლებლო პროგრამების გახორციელების პროცესში უზრუნველყოფს  პროფესიული სტუდენტების შემდეგ სერვისებს:

1)         საკონსულტაციო მომსახურება, კოლეჯის მიერ დადგენილის ,,პროფესიული სტუდენტის საკონსულტაციო მომსახურების გაწევის წესის“ შესაბამისად;

2)         დამატებით (ექტსტრაკურიკულურ) აქტივობების განხორციელებას;

3)         პროფესიული სტუდენტების კარიერულ მხარდაჭერას;

4)         პროფესიული სტუდენტების მოზიდვას და პროფორიენტაციის ღონისძიებების განსაზღვრას.

1.     პროფესიული სტუდენტის საკონსულტაციო მომსახურების გაწევა

Ø  პროფესიულ სტუდენტს აქვს უფლება მიიღოს პროფესიული მასწავლებლისგან მოდულის ფარგლებში დამატებითი კონსულტაცია. პროფესიული მასწავლებელი მოდულის განხორციელების წინ სასწავლო პროცესის და სასწავლო პრაქტიკის მენეჯერს შეუთანხმებს კონსულტაციების ჩატარების გრაფიკს და ამასთანავე, გააცნობს ჯგუფს. კონსულტაციების გაწევის გრაფიკი გამოიკვრება თვალსაჩინო ადგილას, რომელშიც მითითებული იქნება კონსულტაციების ჩამტარებელი პროფესიული მასწავლებლის სახელი და გვარი, ჩატარების დრო და აუდიტორია. კონსულტაციების გაწევის დრო არ შედის პროფესიული მასწავლებლის დატვირთვაში.

Ø  პროფესიულ სტუდენტს აქვს უფლება მიიღოს კონსულტაციები კარიერის დაგეგმვის მიზნით, რაშიც დახმარებას გაუწევს როგორც კოლეჯის ადმინისტრაციული პერსონალი, ასევე, საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესიული მასწავლებელი და საამისოდ სპეციალურად მოწვეული დამსაქმებელი. დამსაქმებლებთან შეხვედრა ჩატარდება წელიწადში ორჯერ, შემოდგომასა და გაზაფხულზე. დამსაქმებელთან შეხვედრის ორგანიზების, მისი დეტალების შესახებ პროფესიული სტუდენტების ინფორმაციის გავრცელებაზე პასუხისმგებელია ხარისხის მართვის მენეჯერი.

Ø  პროფესიულ სტუდენტს აქვს უფლება მიიღოს ინფორმაცია და რჩევები მობილობის მიზნით, როგორც პროგრამის დახურვისა ან გაუქმების შემტხვევაში, ასევე მისი ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით. მობილობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებასა და პროცესის დაგეგმვაზე პასუხისმგებელია ხარისხის მართვის მენეჯერი.

Ø  პროფესიულ სტუდენტებს ყოველი მოდულის დასრულებისას ჩაუტარდებათ ინდივიდუალური შეფასება/ინტერვიუ, რომლის ფარგლებში მოხდება მათი ინფორმირება მიღწევებისა და ნაკლოვანებების სესახებ, სწავლის შედეგების გაუმჯობესების რეკომენდაციების დასახვა და პროფორიენტაციული რჩევების გაცემა ინდივიდუალური მიღწევებისა და უნარების შესაბამისად.

2.       დამატებით (ექტსტრაკურიკულურ) აქტივობების განხორციელება

Ø  პროფესიული სტუდენტებისთვის გუნდურობისა და ლიდერობის უნარების გასაძლიერებლად, მათი სესაძლებლობების გამოსავლენად კოლეჯი ყოველწლიურად მოაწყობს ,,თიმბილდინგებს“ წინასწარ დადგენილი წესებისა და შეფასების უწყისების მიხედვით;

Ø  კოლეჯის ადმინისტრაციული, აკადემიური პერსონალი და პროფესიული სტუდენტები ერთობლივად ჩაებმებიან სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ საზოგადოებრივ, საგანმანათლებლო, საქველმოქმედი და პროფესიული განათლების პოპულარიზაციის ღონისძიებებში;

Ø  პროფესიული სტუდენტებისთვის მოეწყობა შემეცნებითი და სასწავლო-საგანმანათლებლო ექსკურსიები, დამსაქმებელთა ფორუმები.

Ø  პროფესიული სტუდენტებისთვის კოლეჯი უზრუნველყოფს სპორტულ, შემოქმედებით, ინტელექტუალურ და სხვა ღონისძიებებში ჩართულობას;

Ø  პროფესიული სტუდენტები ყოველწლიურად მიირებენ მონაწილეობას გარემოს დაცვით ღონისძიებებში.

3.       პროფესიული სტუდენტების კარიერულ მხარდაჭერა

Ø  კოლეჯი სამუშაოთა მაძიებლებს ,,სწავლა სიცოცხლის მანძილზე“ პრინციპზე დაყრდნობით  შესთავაზებს სხვადასხვა მოკლევადიან პროგრამებსა და სასერტიფიკატო კურსებს მათი კარიერული მხარდაჭერისა და ზრდისთვის.  ისინი დაფუძნებული იქნება უახლეს ტექნოლოგიების, უახლესი ტექნიკის  და დაგეგმვის/მართვის უახლესი მეთოდების ათვისებაზე;

Ø  კოლეჯი პირის პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვისთვის მოიძიებს და გამოიყენებს ინფორმაციას ყველა სიახლეზე და მისი რეალიზაციის შესაძლებლობებზე, რაც სრულ შთაბეჭდილებას შეუქმნის დაინტერესებულ პირს პროფესიული არჩევანისას;

Ø  კოლეჯის სტუდენტებს საწყის ეტაპზევე ექნებათ საშუალება მიიღონ მრავალმხრივი კონსულტაციები, რაც დაეხმარება ახალგაზდებს და ზრდასრულებს შრომის ბაზრის ანალიზში და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებაში.

Ø  კოლეჯი სასწავლო და სასწავლო-საწარმოო პრაქტიის  პროცესში ორგანიზებულად და ეფექტურად გამოიყენებს სს ,,საქართველოს რკინიგზისბაზას, რაც გაზრდის დასაქმების შესაძლებლობას;

Ø  კოლეჯის მიერ განახორციელებელი ყველა საკვალიფიკაციო თუ სასერტიფიკატო საგანმანათლებლო პროგრამა შირჩევა იმის მიხედვით, რაზეც იქნება მოთხოვნა როგორც სს ,,საქართველოს რკინიგზიდან“, ასევე მისი შვილობილი კომპანიებიდან და მონათესავე პროფილის საწარმოებიდან;

Ø  კოლეჯის ფუნქციონირება განხორციელდება თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ შენობაში, სადაც შეიქმნება ყველა პირობა იმისათვის, რომ მოამზადოს კვალიფიციური კადრები და შეივსოს შრომის ბაზარი კვალიფიცირებული კონტიგენტით;

Ø  კარიერისა და პროფორიენტაციის სისტემა აპლიკანტებს, პროფესიულ სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობას შეუქმნის გაეცნონ პროფორიენტაციულ მასალებს, ისარგებლონ ინტერნეტ რესურსებით და მოიძიონ სამსახური.

 

4.       სტუდენტების მოზიდვა და პროფორიენტაცია

 

()იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის მენეჯმენტი მუდმივად იზრუნებს პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის საკითხებზე. კერძოდ,:

Ø  კოლეჯი პროფესიული სტუდენტების მიღების გამოცხადებისას კონტიგენტის დაგეგმვისას იხელმძღვანელებს სს ,,საქართველოს რკინიგზის“ პროფესიული კვალიფიკაციების მიხედვით კადრებზე მოთხოვნებით, რაც ყოველი წარმატებული კურსდამთავრებულის გარანტირებული დასაქმების წინაპირობაა;

Ø  წელიწადში ორჯერ, პროფესიულ სტუდენტთა საგაზაფხულო და საშემოდგომო მიღების გამოცხადების დროს ჩაატარებს ღია კარის დღეებს, შეხვედრებს სკოლის მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან და სწავლის მსურველ ნებისმიერ პირთან;

Ø  კოლეჯის წარმომადგენელი ნებისმიერ დროს გაუწევს ყველა დაინტერესებულ პირს კონსულტაციებს მათთვის საინტერესო საკითხებზე საგანმანათლებლო პროგრამების, მათზე ჩარიცხვის პირობებისა და საწავლო პროცესის შესახებ;

Ø  წელიწადში ორჯერ, პროფესიულ სტუდენტთა საგაზაფხულო და საშემოდგომო მიღების გამოცხადების დროს ჩაატარებს  გასაუბრებებ აპლიკანტებთან შესაბამისი კომპეტენციისა და უნარების კონტიგენტის მისაღებად;

Ø  გაავრცელებს რეკლამას, განათავსებს ინფორმაციას კოლეჯის ვებ და ფეისბუქ გვერდებზე კოლეჯის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, მათ შესაბამისობაზე ადგილობრივი შრომის ბაზრის მოთხოვნებთანთითოეული სპეციალობის კატალოგს, კარიერული წინსვლის შესაძლებლობებსა და სტატისტიკურ მონაცემებს.

Ø  კოლეჯი ჩაატარებ ინდივიდუალურ კონსულტაციებ პიროვნების შესაძლებლობებისა და თავისუფლებების, სოციალურ-გენდერული და შეზღუდული უნარების მქონე პირების განათლებისა და დასაქმების თვალსაზრისით, გააცნოbს მათ შრომის ბაზრის მოთხოვნებ, პიროვნებასთან ერთად შეარჩევ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამა ან/და მოდულებს;

Ø  კოლეჯი უზრუნველყოფს პიროვნების საჭიროებისა და ინტერესების შესაბამისად სამუშაო მაძიებელთა პროფესიული სწავლების გაღრმავებას, სერტიფიცირებული მოდულების შერჩევას;

Ø  კოლეჯი ჩაატარებს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს თვითდასაქმებისა და შემდგომი სწავლის დაგეგმვის საკითხებზე;

Ø  კოლეჯი უზრუნველყოფს დამსაქმებელთა მოწვევას და მათგან კომპანიების მოთხოვნების გაცნობას;

Ø  კოლეჯი აწარმოებს პროფესიულ სტუდენტთა მიღწევების შეფასებას და გააცნობს მას დამსაქმებელს;

Ø  სწავლების დუალური მეთოდის გამოყენება გულისხმობს, რომ კოლეჯი მჭიდრო თანამშრომლობაში იქნება დამსაქმებელთან, შესაბამისად, სტუდენტს სწავლის პროცესშივე შეუქმნი სრულ წარმოდგენას მისი მომავალი პროფესიული საქმიანობის შესახებ;

Ø  კოლეჯი მუდმივად მოიძიებს სასერტიფიკატო კურსდამთავრებული პირებისთვის მიმდინრე ვაკანსიებს მაპროფილებელ საწარმოებსა და კომპანიებში და გაუზიარებს მათ;

Ø  პროფესიული სტუდენტების სასწავლო და საწარმო პრაქტიკ მიმდინარეობისას დაეხმარება მათ სიძნელეების გადალახვაში, ადაპტირების პროცესში, უზრუნველყოფს პროფესიონალი ინსტრუქტორების ჩართულობას.

Ø  ყოველწლიურად განახორციელებს კურსდამთავრებულთა დასაქმების მონიტორინგს.