ოქტომბერი 5, 2026

ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი პროფესიული განათლების მასწავლებელთა III საერთაშორისო კონფერენციაზე

ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი პროფესიული განათლების მასწავლებელთა III საერთაშორისო კონფერენციაზე
    საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეგიდით, 5 ოქტომბერს, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონ ბათუმში“, გაიმართა პროფესიული განათლების მასწავლებელთა III საერთაშორისო კონფერენცია - „პროფესიული განათლება თანამედროვე ეკონომიკური და ტექნოლოგიური ცვლილებების პირობებში“.
   ღონისძიებას კოლეჯი „ბლექსი“ და კოლეჯი „ახალი ტალღა“ მასპინძლობდნენ.
   კონფერენციაში მონაწილეობდნენ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები. ღონისძიების ფარგლებში განხილულ იქნა პროფესიული განათლების სფეროსთვის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: შრომის ბაზრის თანამედროვე ტენდენციები, ციფრული ტრანსფორმაცია, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სასწავლო პროცესში, მწვანე ეკონომიკა და პროფესიული განათლების განვითარების პერსპექტივები და ა.შ.
   კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯმაც. კოლეჯის დირექტორმა მანანა მოისწრაფიშვილმა კონფერენციაზე ისაუბრა კოლეჯის საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეებზე და ახალ პროექტებზე.
   სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის პროფესიული განათლების მასწავლებელმა მირანდა მუმლაძემ კი სესიაზე „მწვანე ეკონომიკა და პროფესიული განათლება“ წარადგინა თემა - „სარკინიგზო ტრანსპორტის, როგორც მწვანე ეკონომიკის კატალიზატორი“.
   კონფერენცია პროფესიული განათლების სფეროში გამოცდილების გაზიარებას, თანამედროვე მიდგომებისა და პრაქტიკის გაცნობას და პროფესიული განათლების განვითარების მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობას დაეთმო.
   სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი აქტიურად აგრძელებს პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებში მონაწილეობას და თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისი ცოდნისა და უნარების განვითარების ხელშეწყობას.

ფოტოები