სექტემბერი 14, 2026
ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში 2026 წლის საგაზაფხულო მიღების პროფესიული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი დაიწყო

ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში 2026 წლის საგაზაფხულო მიღების პროფესიული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი დაიწყო.
სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით გაიმართა საორიენტაციო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის დირექტორმა მანანა მოისწრაფიშვილმა პროფესიულ სტუდენტებს გააცნო კოლეჯის საქმიანობა, სასწავლო გარემო, პროფესიულ განათლებაში არსებული შესაძლებლობები გააცნო, სწავლის დაწყება მიულოცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.
შეხვედრას ესწრებოდნენ კოლეჯის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რომლებმაც დამსწრეებს სასწავლო პროცესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროფესიული სტუდენტის უფლებებსა და მოვალეობებზე, სასწავლო პროცესის ორგანიზებასა და კოლეჯში მოქმედ წესებზე.
პროფესიულმა სტუდენტებმა მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.
სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი 2026 წლის საგაზაფხულო მიღების პროფესიულ სტუდენტებს წარმატებულ სასწავლო წელს უსურვებს!