დაიწყო რეგისტრაცია მოკლევადიანი მომზადების პროგრამაზე "სასაწყობო ოპერაციების უსაფრთხოება"

ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში დაიწყო რეგისტრაცია მოკლევადიანი მომზადების პროგრამაზე "სასაწყობო ოპერაციების უსაფრთხოება".
დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება;
რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონულად, პორტალზე: www.vet.ge.
რეგისტრაციის ვადები:
რეგისტრაციის დაწყება: 01.09.2026;
რეგისტრაციის დასრულება: 10.09.2026;
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან: 11.09.2026.
პროგრამის მიზანი:
პროგრამის მიზანია მსმენელებს განუვითაროს სასაწყობო ოპერაციების უსაფრთხოდ დაგეგმვისა და განხორციელებისათვის აუცილებელი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები, რაც უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვას, რისკების შემცირებას და სამუშაო პროცესის ეფექტიან წარმართვას.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში თქვენ შეისწავლით:
- შრომის, ჯანმრთელობის უსაფრთხოების, გარემოსდაცვითი და სახიფათო ტვირთების შენახვის მარეგულირებელ კანონმდებლობას;
- საწყობის ტექნიკისა და აღჭურვილობის მოვლა-შენახვისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის წესებს;
- საქონლის შიდა ტრანსპორტირებას;
- ტვირთების დაცულობის უზრუნველყოფას;
- საქონლის მარკირებას;
- საქონლის დატვირთვას.
- პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელ.: 551 224 225;
ელ. ფოსტა: info.rtc2016@gmail.com;
web.: rtc.edu.ge;
მისამართი: თემქის დასახლება, XI მკ.რ. III კვ, Tbilisi, Georgia, 0191