ოქტომბერი 7, 2026

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის რეკრუტირების კამპანია თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის რეკრუტირების კამპანია თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან
ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯმა რეკრუტირების ფარგლებში მორიგი შეხვედრები გამართა ქ. თბილისის 147-ე და 169-ე საჯარო სკოლების მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებთან.
 
შეხვედრების ფარგლებში მოსწავლეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, სტუდენტური სერვისების, დასაქმების ხელშეწყობის მექანიზმებისა და პროფესიულ განათლებაში სხვა მნიშვნელოვანი და მათთვის საინტერესო მიმართულებების შესახებ.
 
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინტეგრირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებსა და პროფესიული განათლების შესაძლებლობებს.
 
შეხვედრების დასასრულს გაიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმი, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ.

ფოტოები