სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში მიმდინარეობს რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე

ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი აცხადებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე პროფესიული სტუდენტების ახალი ნაკადის მიღებას!
რეგისტრაცია შესაძლებელია 21 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით, ონლაინ რეჟიმში, ვებგვერდზე - www.vet.ge;
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლება ხორციელდება როგორც ქ. თბილისში და ქ. სამტრედიის ჰიბრიდულ სასწავლო ცენტრში.
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, სწავლების ხანგრძლივობისა და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ ინფორმაცია იხილეთ კატალოგში:
აპლიკანტთა შერჩევა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე განხორციელდება კოლეჯის მიერ ორგანიზებული მოტივაციური გასაუბრების საფუძველზე.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე „შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები“ მიღება ხორციელდება სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების საფუძველზე.
აირჩიე სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი და დაეუფლე შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიას!