სექტემბერი 21, 2026
სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

🎓 ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი აცხადებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე პროფესიული სტუდენტების ახალი ნაკადის მიღებას!
📅 რეგისტრაცია შესაძლებელია 21 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით, ონლაინ რეჟიმში, ვებ გვერდზე - www.vet.ge
📘 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, სწავლების ხანგრძლივობისა და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ ინფორმაცია იხილეთ კატალოგში:
https://www.rtc.edu.ge/img/docs/profesiuli-saganmanatleblo-programebis-katalogi-2026-2027_1787737297.pdf
- პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ;
- პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველ აპლიკანტთა შერჩევა მოხდება კოლეჯის მიერ ორგანიზებული მოტივაციური გასაუბრების საფუძველზე;
- პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე „შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები“ მიღება ხორციელდება სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების საფუძველზე.
დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
მისამართი:
თბილისი: 0191, ზღვის უბანი, XI მ/რ, III კვ.;
სამტრედია: 3900, რუსთაველის ქ. N28.