სექტემბერი 14, 2026

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში „სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის“ ტრენინგ-კურსის პირველი ნაკადის სწავლა დაიწყო

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში „სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის“ ტრენინგ-კურსის პირველი ნაკადის სწავლა დაიწყო

დღეს, 14 სექტემბერს, ()იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში სსიპ სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ აკრედიტებული ტრენინგ-კურსის - სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტი - პირველი ნაკადის სასწავლო პროცესი დაიწყო.

 სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით გაიმართა პირველი შეხვედრა მსმენელებთან. ტრენინგ-კურსის პირველი ნაკადის მსმენელებს სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის დირექტორი მანანა მოისწრაფიშვილი შეხვდა, პროგრამაზე ჩარიცხვა და სწავლის დაწყება მიულოცა და წარმატებული სასწავლო პროცესი უსურვა.

 სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ კოლეჯი გასცემს სწავლების დამადასტურებელ სერტიფიკატს, რომლის საფუძველზეც მსმენელები დაიშვებიან სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოში სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სასერტიფიკატო გამოცდაზე.

ტრენინგ-კურსის სასწავლო პროცესი 2026 წლის 14 სექტემბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი პირველი ნაკადის მსმენელებს წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო პროცესს უსურვებს!


ფოტოები