სექტემბერი 11, 2026

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში „სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის“ ტრენინგ-კურსზე შესარჩევი გასაუბრება გაიმართა

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში „სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის“ ტრენინგ-კურსზე შესარჩევი გასაუბრება გაიმართა

()იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში სსიპ სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ აკრედიტებულ ტრენინგ-კურსზე - სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტი - რეგისტრირებული აპლიკანტებისთვის შესარჩევი მოტივაციური გასაუბრება გაიმართა.

ტრენინგ-კურსის სასწავლო პერიოდი მოიცავს 2026 წლის 14 სექტემბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს.

კურსის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან სახიფათო ტვირთების სარკინიგზო გადაზიდვასთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებს. სწავლება ეფუძნება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასა და სახიფათო ტვირთების საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის რეგულაციის (RID) მოთხოვნებს.

სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ კოლეჯი გასცემს სწავლების დამადასტურებელ სერტიფიკატს, რომლის საფუძველზეც მსმენელი დაიშვება სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოში სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სასერტიფიკატო გამოცდაზე.

()იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი წარმატებას უსურვებს ყველა შერჩეულ აპლიკანტს!


ფოტოები