აგვისტო 22, 2026
შუალედური განმავითარებელი შეფასება ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში

ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში ჩატარდა შუალედური განმავითარებელი შეფასება რვა სარკინიგზო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის 2025 წლის მიღების პროფესიული სტუდენტებისთვის.
შეფასების პროცესში მონაწილეობდნენ თბილისისა და სამტრედიის ჰიბრიდული სასწავლო ცენტრის პროფესიული სტუდენტები.
შუალედური განმავითარებელი შეფასება პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი კომპონენტია. იგი ხელს უწყობს სტუდენტების მიღწევების შეფასებას, პროფესიული კომპეტენციების განვითარებასა და სწავლის შემდგომი ეტაპების ეფექტიანად დაგეგმვას.
ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი ყველა პროფესიულ სტუდენტს უსურვებს წარმატებას, პროფესიულ განვითარებასა და დასახული მიზნების მიღწევას!