ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში  ჩატარდა მოკლევადიანი მომზადების პროგრამის „ელექტრო
შემდუღებელი“ და მოკლევადიანი გადამზადების პროგრამის „არგონ-რკალური შემდუღებელი“
რეგისტრირებული აპლიკანტებისთვის შესარჩევი გასაუბრება. 
პროგრამებს სრულიად
აფინანსებს პროფესიული უნარების სააგენტო.
 მოკლევადიანი მომზადების პროგრამაზე „ელექტრო შემდუღებელი“
სწავლის პერიოდი მოიცავს 2024 წლის  23 სექტებრიდან  9 დეკემბრამდე პერიოდს. 
ხოლო, მოკლევადიანი
გადამზადების პროგრამაზე „არგონ-რკალური შემდუღებელი“ სწავლის პერიოდი მოიცავს 2024
წლის  23 სექტებრიდან  16 დეკემბრამდე პერიოდს. 
წარმატებებს ვუსურვებთ  შერჩეულ ყველა აპლიკანტს.

 
                                        