ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში დაიწყო რეგისტრაცია მოკლევადიან მომზადების პროგრამაზე „გეოდეზიური სამუშაოების შესრულება".
პროგრამა სრულად ფინანსდება პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ.
რეგისტრაცია გაგრძელდება: 16 ივნისიდან – 26 ივნისის ჩათვლით;
სწავლა იწყება: 30 ივნისს’
რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ შემდეგ ბმულზე: vet.emis.ge’
გეოდეზიის პროფესიული მომზადების პროგრამა ითვალისწინებს სფეროში არსებული კადრების მომზადებას დროის მოკლე პერიოდში. პროგრამა შემუშავებულია შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად და უზრუნველყოფს აღნიშნული მიმართულებით საჭირო უნარებისა და კომპეტენციების შეძენას და გაუმჯობესებას, რაც საჭიროა კვალიფიციური გეოდეზისტის მომზადებისთვის.
პროგრამის ხანგრძლივობა: 8 კვირა.
- დაშვების წინაპირობა:
- საბაზო განათლება.
პროფესიულ მომზადების პროგრამაზე სწავლა ფინანსდება სრულად პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ, აქედან გამომდინარე ყველა მსურველს ეძლევა შესაძლებლობა ისწავლოს უფასოდ! აღნიშნული პროგრამის ფარგლებში თქვენ შეისწავლით:
- გეომეტრიული ფიგურების ორთოგონალური გეგმილების დახასიათება;
- გეგმილური ნახაზის აგება;
- მარტივი სამშენებლო ნახაზის აგება;
- ტოპოგრაფიული რუკების და გეგმების კითხვა;
- ტრასის დაკვალვა ინსტრუმენტებს გამოყენებით;
- გეომეტრიულ ნიველირებაში ინსტრუმენტების გამოყენება.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელ: 551 224 225
Email: info.rtc2016@gmail.com;
WEB: rtc.edu.ge
მისამართი: თემქის დასახლება, XI მკ.რ. III კვ, Tbilisi, Georgia, 0191