ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში დაიწყო რეგისტრაცია მოკლევადიან მომზადების პროგრამაზე “ლითონდამამუშავებელი ჩარხების მართვა“.
პროგრამა სრულად ფინანსდება პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ.
რეგისტრაცია გაგრძელდება: 16 ივნისიდან – 3 ივლისის ჩათვლით;
სწავლა იწყება: 30 ივნისს I ნაკადი / 7 ივლისს II ნაკადი;
რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ შემდეგ ბმულზე: vet.emis.ge;
პროგრამის მიზანია ლითონის დამუშავების სფეროსთვის კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის მომზადების
უზრუნველყოფა. მოკლევადიანი პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები შეძლებენ ლითონდამამუშავებელი
ჩარხების პროგრამულ მართვას, დეტალების დამუშავებას სახარატო, საფრეზი და სახეხი
ჯგუფის ლითონდამამუშავებელ ჩარხებზე.
პროგრამის ხანგრძლივობა: 15კვირა.
დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება.
პროფესიულ მომზადების პროგრამაზე სწავლა ფინანსდება სრულად პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ, აქედან გამომდინარე ყველა მსურველს ეძლევა შესაძლებლობა ისწავლოს უფასოდ! აღნიშნული პროგრამის ფარგლებში თქვენ შეისწავლით:
- დეტალის
დამუშავება უნივერსალურ სახარატო-ხრახნსაჭრელ ჩარხზე;
- დეტალის
დამუშავება სახარატო-რევოლვერულ ჩარხზე;
- დეტალის
დამუშავება ზურგსახარატო ჩარხზე;
- სახარატო
ჯგუფის ლითონდამამუშავებელი ჩარხების ტექნიკური მომსახურება
- დამზადებული
დეტალების სიზუსტისა და ზედაპირების დამუშავების ხარისხის შემოწმება;
- დეტალების
დამუშავება უნივერსალურ საფრეზ ჩარხზე;
- დეტალის
დამუშავება სარანდ ჩარხზე;
- დეტალის
დამუშავება სატეხ ჩარხზე;
- დეტალების
დამუშავება პირგადასაღებ-საფრეზ ჩარხზე;
- დეტალის
დამუშავება კბილსაფრეზ ჩარხზე;
- დეტალის
დამუშავება კბილსატეხ ჩარხზე;
- დეტალის
დამუშავება ბრტყლად-სახეხ ჩარხზე;
- დეტალის
დამუშავება მრგვლად-სახეხ ჩარხზე;
- დეტალის
დამუშავება შიგსახეხ ჩარხზე;
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელ: 551 224 225
Email: info.rtc2016@gmail.com;
WEB: rtc.edu.ge
მისამართი: თემქის დასახლება, XI მკ.რ. III კვ, Tbilisi, Georgia, 0191