ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი ჩაერთო ქ. თბილისის მერიის მუნიციპალურ პროგრამაში „ისწავლე და დასაქმდი“.
მიმდინარეობს რეგისტრაცია მოკლევადიან მომზადების პროგრამაზე „გეოდეზიური სამუშაოების შესრულება“.
რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ შემდეგ ბმულზე: https://dasakmdi.ge/
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
- მინიმალური ასაკი 18 წელი;
- ქალაქ თბილისში რეგისტრაცია.
პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:
- ონლაინ რეგისტრაცია;
- დოკუმენტაციის გადარჩევა;
- გასაუბრება.
სწავლების პერიოდი: 8 კვირა;
პროგრამის მიზანია მოამზადოს მსმენელი გეოდეზისტის უნარების შესაძენად, რომლებიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შეძლებენ სხვადასხვა სირთულისა და ტიპის აზომვითი სამუშაოების შესასრულებას.
პროგრამაში ისწავლება:
- გეომეტრიული ფიგურების ორთოგონალური გეგმილების დახასიათება;
- გეგმილური ნახაზის აგება;
- მარტივი სამშენებლო ნახაზის აგება;
- ტოპოგრაფიული რუკების და გეგმების კითხვა;
- ტრასის დაკვალვა ინსტრუმენტებს გამოყენებით;
- გეომეტრიულ ნიველირებაში ინსტრუმენტების გამოყენება.
სწავლის დაწყების თარიღი: 2025 წლის 27 ოქტომბერი;
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
551 224 225;
თემქის დასახლება, XI მკ.რ. III კვ, Tbilisi, Georgia, 0191