ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში მიმდინარეობს 2025 წლის მიღებისათვის დაგეგმილი მოტივაციური გასაუბრებები დუალურ, კოოპერაციულ და ინტეგრირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულ აპლიკანტებთან.
ახალი კანონმდებლობის ცვლილებების მიხედვით, მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობის მოსაპოვებლად აუცილებელია სააგენტოს მიერ აკრედიტებულ სასწავლო დაწესებულებაში პროფესიული განათლების მიღება. აქედან გამომდინარე, სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი მჭიდროდ თანამშრომლობს სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოსთან, რომლის ფარგლებშიც სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო აქტიურად ჩაერთო გრძელვადიანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „ლოკომოტივის მართვა" მოტივაციური გასაუბრების პროცესში.
აღსანიშნავია, სს „საქართველოს რკინიგზის" და სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს აქტიური ჩართულობა სარკინიგზო ინდუსტრიის პროფესიული განათლების პროცესის განვითარებასა და საგანმანათლებლო პროცესებში.
ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი წარმატებას უსურვებს ყველა აპლიკანტს!