ნოემბერი 17, 2026

2026 წლის საშემოდგომო მიღებაზე ჩარიცხული აპლიკანტებისთვის

2026 წლის საშემოდგომო მიღებაზე ჩარიცხული აპლიკანტებისთვის
ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი ულოცავს საშემოდგომო მიღების შედეგად ჩარიცხულ აპლიკანტებს და უსურვებს მათ წარმატებებს სწავლისა და პროფესიული განვითარების გზაზე!
 
მოხარულები ვართ, რომ აგვირჩიეთ და დაინტერესდით ჩვენი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებით, რომელიც მოგცემთ შესაძლებლობას, შეიძინოთ თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი ცოდნა და პრაქტიკული უნარები, რაც წარმატებული პროფესიული საქმიანობისა და კარიერული განვითარების მნიშვნელოვანი საფუძველია.
 
 კოლეჯში სწავლისას მიღებული თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, მრავალფეროვანი სტუდენტური აქტივობები ხელს შეუწყობს თქვენს პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას და არჩეული მიმართულებით დასაქმებისთვის მომზადებას.
 
გისურვებთ პროდუქტიულ და აქტიურ სტუდენტურ ცხოვრებას!
 
 საბუთების მიღება იწარმოებს 16 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით, ხოლო სასწავლო პროცესი დაიწყება 1 დეკემბერს.
 
სტუდენტის სტატუსის მოპოვებისთვის აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
 
ა) განცხადება დირექტორის სახელზე;
ბ) ორი ცალი ფოტოსურათი 3x4; (CD დისკზე);
გ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტის შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) პასპორტი/პირადობის მოწმობა (არასრულწლოვნის შემთხვევაში კანონიერი წარმომადგენლის/მხარდამჭერის პირადობის მოწმობა).
ე) არარსრულწლოვანი აპლიკანტის შემთხვევაში, მისი დაბადების მოწმობის ასლი ან ის დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება კანონიერი წარმომადგენლობა.
ვ) 17 წელს მიღწეულ პირთათვის (გარდა იმ პირებისა, რომლებიც წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვას არ ექვემდებარება) წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი. საქართველოს კანონის 9 თავდაცვის კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად (სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებული ღონისძიებები).
 
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით კოლეჯის საკონტაქტო არხებით. ასევე, გთხოვთ, თვალი ადევნოთ კოლეჯის Facebook გვერდსა და ოფიციალურ ვებგვერდს სიახლეებისა და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მისაღებად.
 
საკონტაქტო ინფორმაცია:
 
ტელ.: 0322 20 54 24;
 ელ. ფოსტა: info.rtc2016@gmail.com;
ვებ გვერდი: www.rtc.edu.ge;
მისამართი: 0191, თბილისი, ზღვის უბანი, XI მკ.რ. III კვ;