ნოემბერი 10, 2026

ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში დაიწყო რეგისტრაცია მოკლევადიან მომზადების პროგრამაზე "გეოდეზიური სამუშაოების შესრულება"

ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში დაიწყო რეგისტრაცია მოკლევადიან მომზადების პროგრამაზე "გეოდეზიური სამუშაოების შესრულება"

ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში დაიწყო რეგისტრაცია მოკლევადიან მომზადების პროგრამაზე "გეოდეზიური სამუშაოების შესრულება".

დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება;
ხანგრძლივობა: 6 კვირა (კვირაში 30 საათი);
წარმატებით დასრულების შემდეგ მიიღებთ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს;
რეგისტრაცია მიმდინარეობს შემდეგ ბმულზე: www.vet.ge;
[პროგრამა სრულად ფინანსდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ;]

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში თქვენ შეისწავლით:

  • ტოპოგრაფიული რუკების არსს, დანიშნულებას, მასშტაბებსა და პირობით ნიშნებს;
  • გეოდეზიაში მიღებულ კოორდინატთა სისტემებს;
  • ტოპოგრაფიული აზომვების შესრულებას ელექტრონული ტაქეომეტრით;
  • მონაცემების შეყვანას ტაქეომეტრის მეხსიერებაში და ჩამოტვირთვის ხერხებს;
  • ნიველირით წერტილების სიმაღლეების გადაცემას და სანიველირე ლარტყებზე ანათვლების აღებას;
  • წერტილების გეგმური და სიმაღლური კოორდინატების განსაზღვრას;
  • ობიექტების ციფრული მოდელის შექმნას კომპიუტერული პროგრამის საშუალებით;
  • ობიექტების მდებარეობისა და მიწის ფართობის განსაზღვრას;

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
551 224 225;
info.rtc2016@gmail.com;
rtc.edu.ge;
თემქის დასახლება, XI მკ.რ. III კვ, Tbilisi, Georgia, 0191.