ნოემბერი 10, 2026
ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში დაიწყო რეგისტრაცია მოკლევადიან მომზადების პროგრამაზე "გეოდეზიური სამუშაოების შესრულება"

ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში დაიწყო რეგისტრაცია მოკლევადიან მომზადების პროგრამაზე "გეოდეზიური სამუშაოების შესრულება".
დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება;
ხანგრძლივობა: 6 კვირა (კვირაში 30 საათი);
წარმატებით დასრულების შემდეგ მიიღებთ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს;
რეგისტრაცია მიმდინარეობს შემდეგ ბმულზე: www.vet.ge;
[პროგრამა სრულად ფინანსდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ;]
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში თქვენ შეისწავლით:
- ტოპოგრაფიული რუკების არსს, დანიშნულებას, მასშტაბებსა და პირობით ნიშნებს;
- გეოდეზიაში მიღებულ კოორდინატთა სისტემებს;
- ტოპოგრაფიული აზომვების შესრულებას ელექტრონული ტაქეომეტრით;
- მონაცემების შეყვანას ტაქეომეტრის მეხსიერებაში და ჩამოტვირთვის ხერხებს;
- ნიველირით წერტილების სიმაღლეების გადაცემას და სანიველირე ლარტყებზე ანათვლების აღებას;
- წერტილების გეგმური და სიმაღლური კოორდინატების განსაზღვრას;
- ობიექტების ციფრული მოდელის შექმნას კომპიუტერული პროგრამის საშუალებით;
- ობიექტების მდებარეობისა და მიწის ფართობის განსაზღვრას;
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
551 224 225;
info.rtc2016@gmail.com;
rtc.edu.ge;
თემქის დასახლება, XI მკ.რ. III კვ, Tbilisi, Georgia, 0191.