ნოემბერი 10, 2026
ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში დაიწყო რეგისტრაცია მოკლევადიან მომზადების პროგრამაზე "GIS ოპერატორი"

ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში დაიწყო რეგისტრაცია მოკლევადიან მომზადების პროგრამაზე "GIS ოპერატორი".
დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება;
ხანგრძლივობა: 3 კვირა (კვირაში 30 საათი);
წარმატებით დასრულების შემდეგ მიიღებთ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს;
რეგისტრაცია მიმდინარეობს შემდეგ ბმულზე: www.vet.ge;
პროგრამა სრულად ფინანსდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ;
- აღნიშნული პროგრამის ფარგლებში თქვენ შეისწავლით:
- ArcGIS-ის პროგრამულ გარემოში მუშაობას;
- საჭირო პანელების გამოყენებას, ფენების შექმნასა და რედაქტირებას;
- ორთოფოტოებთან მუშაობას და რუკების საკოორდინატო სისტემებზე მიბმას;
- ვექტორული ფენების გამოყენებასა და სივრცითი ობიექტების ამოხაზვას;
- გეოინფორმაციული მონაცემთა ბაზების შექმნასა და რედაქტირებას;
- აეროკოსმოსური სურათების დამუშავებას;
- ჰიდროგრაფიული ელემენტების გამოსახვას;
- ტოპოგრაფიული რუკებისა და სამგანზომილებიანი მოდელების შექმნას;
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
551 224 225;
info.rtc2016@gmail.com;
rtc.edu.ge;
თემქის დასახლება, XI მკ.რ. III კვ, Tbilisi, Georgia, 0191.