დაიწყო რეგისტრაცია მოკლევადიან მომზადების პროგრამაზე „გარემოსდაცვითი მმართველი“

ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში დაიწყო რეგისტრაცია მოკლევადიანი მომზადების პროგრამაზე "გარემოსდაცვითი მმართველი".
დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება;
რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონულად, პორტალზე: www.vet.ge.
რეგისტრაციის ვადები:
რეგისტრაციის დაწყება: 01.09.2026;
რეგისტრაციის დასრულება: 15.09.2026;
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან: 18.09.2026.
პროგრამის მიზანი:
მსმენელთა მომზადება, რომლებიც მოკლევადიანი პროგრამის ფარგლებში შეიძენენ გარემოსდაცვითი მმართველის ვალდებულებასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო და აუცილებელ უნარს - ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავებას, ნარჩენების წარმოქმნის შემცირებას, მათ სეპარირებას და სწორად განთავსებას, ტრანსპორტირებას, ასევე ანგარიშგებისა და ელექტრონულ სისტემებში აღრიცხვიანობის წესებს. მსმენელები შეისწავლიან გარემოსდაცვით დოკუმენტებთან მუშაობას, გარემოსდაცვითი გეგმის შემუშავებას და მისით ხელმძღვანელობას.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში თქვენ შეისწავლით:
- გარემოსდაცვით პრობლემებზე რეაგირებას და დაბინძურების ზემოქმედების შეფასებას;
- გარემოზე ზემოქმედების შეფასებას (გზშ);
- გარემოს დაცვით საერთაშორისო კონვენციებსა და ეროვნულ კანონმდებლობას;
- გარემოსდაცვითი მართვის ორგანიზაციული სისტემის აგებას, აუდიტსა და მონიტორინგს;
- გარემოსდაცვითი სწავლებების ჩატარებასა და ანგარიშგებების მომზადებას;
- კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზემოქმედების შეფასებას, შერბილებისა და ადაპტაციის ღონისძიებებს;
- ენერგოეფექტურობის მიღწევის კონტროლს;
- გარემოსდაცვით ინციდენტებზე, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებასა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოებას.
- პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელ.: 551 224 225;
ელ. ფოსტა: info.rtc2016@gmail.com;
web.: rtc.edu.ge;
მისამართი: თემქის დასახლება, XI მკ.რ. III კვ, Tbilisi, Georgia, 0191