სექტემბერი 8, 2026

ღია კარის დღე სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში

ღია კარის დღე სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში

 

ფიქრობთ ახალი პროფესიის შეძენას ან ეძებთ ახალ შესაძლებლობებს კარიერული განვითარებისთვის? აღმოაჩინეთ პერსპექტიული მიმართულებები და შექმენით თქვენი წარმატების ისტორია!

18 სექტემბერს, 12:00 საათზე, სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი გიწვევთ ღია კარის დღეზე! გაეცანით მოთხოვნად პროფესიებს ახლოდან, ჩაერთეთ პრაქტიკულ ვორქშოფებში და აირჩიეთ საქმე, რომელიც თქვენია.

ღია კარის დღის ფარგლებში შესაძლებლობა გექნებათ:

  • დაათვალიეროთ კოლეჯის თანამედროვე სასწავლო სივრცეები და ინფრასტრუქტურა;

  • დეტალურად გაეცნოთ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს;

  • მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია სწავლის პროცესისა და პრაქტიკული სწავლების შესახებ;

  • პირადად შეხვდეთ პროგრამების ხელმძღვანელებს და მიიღოთ პასუხები თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე;

  • აღმოაჩინოთ კარიერული განვითარების ახალი პერსპექტივები.

მიიღეთ მონაწილეობა პრაქტიკულ ვორქშოფებში:

  • ლოკომოტივის მემანქანე

  •  მეხანძრე-მაშველი

  • შრომის უსაფრთხოების ოფიცერი

 სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება 21 სექტემბერს და გაგრძელდება 9 ოქტომბრის ჩათვლით.

ღონისძიების დეტალები:

  • თარიღი: 18 სექტემბერი

  • დრო: 12:00 საათი

  • მისამართი: სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი - თბილისი, ზღვის უბანი, XI მკ.რ., III კვ.