სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი მსოფლიო პროფესიული კოლეჯების უნარების კონკურსის ფინალურ ღონისძიებას დაესწრო

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი მსოფლიო პროფესიული უნარების კონკურსის ფინალურ ღონისძიებას დაესწრო!
მსოფლიო პროფესიული განათლების ლიგის (World TVET League) წევრობისა და ტიანძინში გამართული მსოფლიო პროფესიული და ტექნიკური განათლების განვითარების კონფერენციაში (World Vocational and Technical Education Development Conference) მონაწილეობის ფარგლებში, სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯმა, როგორც მსოფლიო პროფესიული განათლების ლიგის ახალმა წევრმა, მონაწილეობა მიიღო მსოფლიო პროფესიული კოლეჯების უნარების კონკურსის (World Vocational College Skills Competition) ფინალურ ღონისძიებაში.
კონკურსი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობით, 31 სამინისტროს, კომისიისა და დარგობრივი ორგანიზაციისა და ტიანძინის მუნიციპალური მთავრობის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.
2008 წლიდან World Vocational College Skills Competition პროფესიული განათლების სფეროში ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც ხელს უწყობს პროფესიული უნარების განვითარებას, ახალგაზრდა სპეციალისტების შესაძლებლობების წარმოჩენასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას.
2026 წლის კონკურსის მთავარი თემა იყო „Skilled Youth, Shining Future“, რომელმაც გააერთიანა სამი მნიშვნელოვანი მიმართულება: პროფესიული უნარები, პროფესიული განათლების სფეროში სტუდენტებისა და მასწავლებლების როლი და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.
კონკურსის პარალელურად, კოლეჯის წარმომადგენლები გაეცნენ ტექნოლოგიურ გამოფენასაც, სადაც წარმოდგენილი იყო სტუდენტების მიერ შექმნილი რობოტები, ინოვაციური ტექნოლოგიური მოწყობილობები და სხვადასხვა პრაქტიკული პროექტი. გამოფენაზე სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ სტუდენტების ნამუშევრებს, ტექნოლოგიურ სიახლეებსა და პროფესიული განათლების ფარგლებში განხორციელებულ ინოვაციურ პროექტებს.
მსგავს საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობა სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნოს პროფესიული განათლების თანამედროვე მიდგომებს, გაიზიაროს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება და გააფართოოს საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივები.
სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორობის განვითარებას და პროფესიული განათლების სფეროში გამოცდილების გაზიარებას, რაც ხელს უწყობს საქართველოს სარკინიგზო სექტორისთვის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიციური კადრების მომზადებას.