ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის ინფრასტრუქტურა და პრაქტიკული სწავლების აღჭურვილობა, მონაწილეობა მიიღეს კოლეჯის 2025 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ექვსი თვის ანგარიშის საჯარო განხილვაში. კოლეჯის დირექტორმა, ქალბატონმა მანანა მოისწრაფიშვილმა სტუმრებს წარუდგინა პრეზენტაცია კოლეჯის სასწავლო პროცესის მიმდინარეობის, გამოწვევების, მიღწევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
შეხვედრაზე სტუმრებმა შეაფასეს კოლეჯში მიმდინარე არსებული ვითარება, განიხილეს კოლეჯის განვითარების შემდგომი პერსპექტივები და შესაძლებლობები. შეხვედრამ ჩაიარა ძალზე ნაყოფიერად. კოლეჯის ადმინისტრაცია მზადაა მისი შედეგები ასახოს საკუთარ სამოქმედო გეგმებში.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სს საქართველოს რკინიგზა კოლეჯის დამფუძნებელი კომპანიაა და წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული წარმოებისა და საგანმანათლებლო დაწესებულების მჭიდრო კოლაბორაციით უზრუნველყოფს სარკინიგზო ინდუსტრიისთვის ხარისხიანი სპეციალისტების მომზადებას.
ამასთან, სს საქართველოს რკინიგზა მუდმივად ზრუნავს სარკინიგზო ინდუსტრიის პროფესიული განათლების პროცესის განვითარებაზე, იგი აქტიურადაა ჩართული ასევე, საგანმანათლებლო პროცესებში და ხელს უწყობს კურსდამთავრებულთა დასაქმებასა და კარიერულ მხარდაჭერას.