ნანჯინგის
სარკინიგზო ტექნოლოგიების პროფესიულმა ინსტიტუტმა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა
და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის ვიზიტს უმასპინძლა, სადაც განიხილეს სარკინიგზო
ტრანსპორტის კოლეჯსა და ნანჯინგის ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის
გაფართოების საკითხები.
მინისტრმა
ხაზი გაუსვა პარტნიორობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ცოდნის ურთიერთგაზიარება ხელს
შეუწყობს ჩვენს კოლეჯში
თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის, სიმულაციური სწავლების ინტეგრირებას.
საქართველოს
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სრულად უჭერს მხარს ამ თანამშრომლობას
და აქტიურად უწყობს ხელს საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავებას პროფესიული განათლების
განვითარებისთვის.
ჩინური
მხარე მზადაა, გააფართოოს თანამშრომლობა და
უზრუნველყოს სარკინიგზო ტრანსპორტის მიმართულებით სპეციალისტების მომზადება უახლესი
ტექნოლოგიების გამოყენებით.
სარკინიგზო
ტრანსპორტის კოლეჯი მალე საქართველოს მოქალაქეებსა და კოლეჯის პროფესიულ
სტუდენტებს შესთავაზებს ჩინეთთან
ერთობლივ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს.
კოლეჯი მადლობას უხდის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის
სამინისტროს და პირადად მინისტრ გივი მიქანაძეს ამ მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის!
