ა(ა)იპ
სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი შეუერთდა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნას,
რომლის ფარგლებშიც ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა.
შეხვედრა მიზნად ისახავდა პროფესიული სტუდენტების, პედაგოგიური
პერსონალისა და ადმინისტრაციის წევრების ცნობიერების ამაღლებას დაუნის სინდრომის მქონე
პირთა საჭიროებებისა და შესაძლებლობების შესახებ.
ღონისძიების
ფარგლებში, საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის წარმომადგენელმა, საინფორმაციო შეხვედრა გამართა დაუნის სინდრომის ასოციაციის
აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი დადიანმა და საქართველოს
დაუნის სიდნრომის ფონდის დირექტორმა გვანცა კაკაურიძემ წარმოადგინეს პრეზენტაცია და ისაუბრა დაუნის სინდრომის მქონე პირთა ინკლუზიის
მნიშვნელობაზე საგანმანათლებლო და სამუშაო გარემოში, მათ საქმიანობაზე.
სარკინიგზო
ტრანსპორტის კოლეჯი განაგრძობს მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას და ინკლუზიური გარემოს
შექმნას, სადაც ყველა ადამიანს ეძლევა განვითარებისა და წარმატების თანაბარი შესაძლებლობა.
