ოქტომბერი 28, 2026

ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში ტრეფიკინგისა და ძალადობის მსხვერპლთა დახმარების სერვისებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში ტრეფიკინგისა და ძალადობის მსხვერპლთა დახმარების სერვისებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის პროფესიულ სტუდენტების, პროფესიული განათლების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის წევრებისთვის გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლის მონაწილეობით.
შეხვედრის მთავარი თემა იყო ადამიანთა ვაჭრობის (ტრეფიკინგის), ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობისა და სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის მიმართულებით არსებული სახელმწიფო სერვისები. ასევე, შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული მხარდაჭერის მექანიზმების შესახებ.
 მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები ხელს უწყობს სტუდენტების ინფორმირებულობას საკუთარი უფლებებისა და ხელმისაწვდომი დახმარების სერვისების შესახებ.

ფოტოები