დაიწყო რეგისტრაცია მოკლევადიან მომზადების პროგრამაზე- „ტვირთების გადაზიდვის კონტროლის სპეციალისტი“.

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში მიმდინარეობს რეგისტრაცია მოკლევადიან მომზადების პროგრამაზე: „ტვირთების გადაზიდვის კონტროლის სპეციალისტი“!
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
-
მინიმალური ასაკი - 18 წელი.
რეგისტრაცია: www.vet.ge
პროგრამის მიზანი:
პროგრამის მიზანია მსმენელებმა შეისწავლონ სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ჯაჭვში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლის - ტვირთების გადაზიდვის კონტროლის - ძირითადი მექანიზმები.
მსმენელები გაეცნობიან ტვირთისა და სატრანსპორტო საშუალებების მონიტორინგის სისტემებს, მიკვლევადობისთვის საჭირო ელექტრონული მოწყობილობებისა და საკომუნიკაციო საშუალებების ტექნიკურ მახასიათებლებს, ტრანსპორტირების გრაფიკის შედგენისა და მისი შესრულების კონტროლის წესებსა და მეთოდებს, ტვირთის დაზღვევის სახეებსა და პირობებს, ასევე პრეტენზიების დამუშავების მეთოდებსა და ადმინისტრირების წესს, ტვირთის შეფერხების პრევენციული ღონისძიებების განხორციელების თანმიმდევრობას.
პროგრამის ფარგლებში შეისწავლით:
-
ტვირთისა და სატრანსპორტო საშუალებების მიკვლევადობას;
-
სადაზღვევო დოკუმენტაციის შედგენას.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელეფონი: 551 224 225
ელფოსტა: info.rtc2016@gmail.com
ვებგვერდი: rtc.edu.ge
მისამართი: თემქის დასახლება, XI მიკრორაიონი, III კვარტალი, თბილისი, საქართველო, 0191.