ოქტომბერი 27, 2026

დაიწყო რეგისტრაცია მოკლევადიან გადამზადების პროგრამაზე- „ნარჩენების მართვის სპეციალისტი“.

დაიწყო რეგისტრაცია მოკლევადიან გადამზადების პროგრამაზე- „ნარჩენების მართვის სპეციალისტი“.

ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში დაიწყო რეგისტრაცია მოკლევადიან გადამზადების პროგრამაზე: „ნარჩენების მართვის სპეციალისტი“.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება.

რეგისტრაცია: www.vet.ge

პროგრამის დაფინანსება: პროგრამა სრულად ფინანსდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

პროგრამის ფარგლებში შეისწავლით:

  • გარემოსდაცვით პრობლემებზე რეაგირებას;

  • დაბინძურების ზემოქმედების გავლენის შეფასებას;

  • გარემოზე ზემოქმედების შეფასებას;

  • გარემოსდაცვითი საერთაშორისო კონვენციებისა და ეროვნული კანონმდებლობის აღწერას;

  • ნარჩენების კატეგორიების იდენტიფიცირებას;

  • ნარჩენების მართვის სფეროში არსებული ნორმების დაცვას;

  • საყოფაცხოვრებო და რეციკლირებადი ნარჩენების გაუვნებელყოფას, აღდგენასა და რეციკლირებას;

  • სახიფათო ნარჩენების გადამუშავებასა და გაუვნებელყოფას;

  • სამედიცინო ნარჩენების მართვის აღწერას;

  • ნიადაგის გაწმენდის, გასუფთავებისა და აღდგენის პროცესის აღწერას;

  • უსაფრთხო სასმელი წყლისა და დამაბინძურებლების აღწერას;

  • წყლის დაცვისა და გამოყენების ნორმების დაცვით მოქმედების დაგეგმვას;

  • წყლის წყაროების დაბინძურების კონტროლს;

  • ჰაერში გაფრქვევის შემცირების კონტროლს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ტელეფონი: 551 224 225
ელფოსტა: info.rtc2016@gmail.com
ვებგვერდი: rtc.edu.ge
მისამართი: თემქის დასახლება, XI მიკრორაიონი, III კვარტალი, თბილისი, საქართველო, 0191.