ოქტომბერი 27, 2026
დაიწყო რეგისტრაცია მოკლევადიან მომზადების პროგრამაზე - „დასაქმებულების დაცვა პროფესიული დაავადებებისგან“.

(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში დაიწყო რეგისტრაცია მოკლევადიანი მომზადების პროგრამაზე "დასაქმებულების დაცვა პროფესიული დაავადებებისაგან".
დაშვების წინაპირობა:
🎓 სრული ზოგადი განათლება.
რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონულად, პორტალზე: www.vet.ge
პროგრამა მიზნად ისახავს მსმენელის მომზადებას, რათა:
✅ დასაქმების ადგილზე შექმნას ადამიანისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო;
✅ შეძლოს პროფესიული დაავადებების პრევენცია;
✅ დაიცვას შრომის უსაფრთხოების მოთხოვნები და შეამციროს პროფესიული რისკები.
პროგრამის ფარგლებში შეისწავლით:
- საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დახასიათებას;
- საჭმლის მომნელებელი სისტემის დახასიათებას;
- სუნთქვის ორგანოთა სისტემის დახასიათებას;
- გრძნობათა ორგანოების დახასიათებას;
- ზედა კიდურების პროფესიული დაზიანებების შეფასებას;
- ზედა კიდურების პროფესიული დაზიანებების რისკის კონტროლს;
- ხელითი შრომით და მექანიკური მოპყრობით გამოწვეული საფრთხეების შეფასებას;
- ხელითი შრომით და მექანიკური მოპყრობით გამოწვეული საფრთხეების რისკის კონტროლს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
📱 551 224 225;
📧 info.rtc2016@gmail.com;
🌐 rtc.edu.ge;
📍 თემქის დასახლება, XI მკ.რ. III კვ., Tbilisi, Georgia, 0191.