დაიწყო რეგისტრაცია მოკლევადიან მომზადების პროგრამაზე - „საწყობის ლოგისტიკის სპეციალისტი“

ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში დაიწყო რეგისტრაცია მოკლევადიან მომზადების პროგრამაზე - „საწყობის ლოგისტიკის სპეციალისტი“.
დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება.
პრაქტიკული სწავლება განხორციელდება რეალურ სამუშაო სივრცეში, სს „საქართველოს რკინიგზის“ საწყობის ტერიტორიაზე.
რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ, პლატფორმაზე: www.vet.ge
პროგრამის დაფინანსება: პროგრამა სრულად ფინანსდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
პროგრამის ფარგლებში შეისწავლით:
-
საწყობის ტექნიკისა და აღჭურვილობის მოვლა-შენახვის წესებსა და უსაფრთხოების ნორმებს;
-
საწყობში საქონლის მიღებას;
-
მიღებული საქონლის შემოწმებას;
-
მიღებული საქონლის აღრიცხვასა და ანგარიშგებას;
-
შიდა ტრანსპორტირებისთვის საქონლის მომზადებას;
-
საქონლის შიდა ტრანსპორტირებას;
-
საქონლის დასაწყობებას;
-
ტვირთების დაცულობის უზრუნველყოფას;
-
აგროვების დოკუმენტის შემოწმებას;
-
საქონლის აგროვებას;
-
საქონლის მარკირებას;
-
საწყობის მართვის ელექტრონულ პროგრამაში ოპერაციების შესრულებას;
-
საქონლის გასაცემად მომზადებას;
-
საქონლის დატვირთვას;
-
ტვირთის გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოებას.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელეფონი: 551 224 225
ელფოსტა: info.rtc2016@gmail.com
ვებგვერდი: rtc.edu.ge
მისამართი: თემქის დასახლება, XI მიკრორაიონი, III კვარტალი, თბილისი, საქართველო, 0191.