ოქტომბერი 27, 2026
სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის დელეგაცია ნანძინგის სარკინიგზო ტექნოლოგიების პროფესიულ ინსტიტუტს ეწვია

ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის დელეგაციამ ჩინეთში, ნანძინგის სარკინიგზო ტექნოლოგიების პროფესიული ინსტიტუტის ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.
სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის დელეგაციამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ნანძინგის სარკინიგზო ტექნოლოგიების პროფესიულ ინსტიტუტის (Nanjing Vocational Institute of Railway Technology) ხელმძღვანელობასთან. შეხვედრას საქართველოს რკინიგზის წარმომადგენელი ესწრებოდა.
ჩინეთში ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, გამოცდილების გაზიარებასა და სარკინიგზო პროფესიული განათლების განვითარების მიმართულებით, სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვას.
ქართული დელეგაციის წევრები ადგილზე გაეცნენ ნანძინგის სარკინიგზო ტექნოლოგიების პროფესიული ინსტიტუტის საქმიანობას, სასწავლო კამპუსს, პროგრამებსა და პრაქტიკული მომზადების ინფრასტრუქტურას, რაც პროფესიული უნარების განვითარებისა და თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
საქართველოს რკინიგზა, როგორც კოლეჯის დამფუძნებელი და მთავარი პარტნიორი, მნიშვნელოვან როლს ასრულებს პროფესიული განათლებისა და სარკინიგზო ინდუსტრიის დაკავშირებაში. სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი კი აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორობის განვითარებას და გამოცდილების გაზიარებას, რითიც ხელს უწყობს სარკინიგზო სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადებას.